3 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ზურიკო დავითაშვილის კიდევ ერთი რეკორდი ლიგა 1-ში

ქართველი შემტევი უმოკლეს დროში იქცა „სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრების ერთ-ერთ ფავორიტ ფეხბურთელად. მან წლევანდელ გათამაშებაში უკვე მოახერხა 5 გოლისა და 2 საგოლე პასის მოგროვება საკუთარ ანგარიშზე. შესაბამისად, „მწვანეების“ მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი 8 გოლიდან ქართველმა 7 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

„სენტ-ეტიენი“ ლიგის 9-ე პოზიციაზეა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგული ლიგის რეკორდის გამეორება მაინც მოახერხა. საუბარია პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიერ 2012/13 სეზონში დამყარებულ რეკორდზე, რომელიც 9 ტურში 5 გოლის გატანას მოიცავს. დავითაშვილმა სწორედ აღნიშნული რეკორდი გაიმეორა.

წლევანდელ სეზონში ნაჩვენები ფორმის მიხედვით, დავითაშვილმა შესაძლოა პირადადაც დაამყაროს ახალი რეკორდი, თუკი გოლების გატანას იგივე სიხშირით განაგრძობს მომდევნო ტურებშიც.

Facebook კომენტარები