მომავალ წელს პრემიერ ლიგაში მინიმუმ ორ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს და ვახტანგ სალიას ვიხილავთ. ქართველი მეკარე „ლივერპულის“ კარს დაიცავს, ხოლო სალიას ტრანსფერი „ნიუკასლთანაა“ შეთანხმებული. უახლესი ინფორმაციის თანახმად, მათ შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი შეუერთდეთ.
გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული „ვულვზი“ და მისი წარმომადგენლები ქართველის დამატებას იანვარშივე შეეცდებიან. The Sun-ის განცხადებით, „უოტფორდი“ ჩაკვეტაძის სანაცვლოდ მინიმუმ 20-25 მილიონ ევროს მოითხოვს. პრემიერ ლიგის კლუბისთვის აღნიშნული თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.
ჩაკვეტაძეს ამჟამინდელ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც ხელი ახლახან მოაწერა. თუმცა, მისი შესყიდვით უკვე არაერთი კლუბია დაინტერესებული.