როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე, 26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ თავის კუმირს, კრიშტიანუ რონალდუს მაიკა სთხოვა და სურვილიც დაუკმაყოფილდა.
FIFA-სთან ინტერვიუში ხვიჩამ რონალდუს შესახებ ისაუბრა:
“რონალდუ ჩემთან მოვიდა და წარმატებები მისურვა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და მჯეროდა, რომ საქართველო გაიმარჯვებდა”. - განაცხადა ხვიჩამ.
ცნობისთვის, კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის გმირი გახლავთ.