წლევანდელი სატრანსფერო სეზონი ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ აქტიური გამოდგა. ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში გადასვლა უკვე შეთანხმებულია გიორგი მამარდაშვილთან. იგი „ლივერპულის“ ღირსებას დაიცავს. თუმცა, უახლესი ინფორმაციის თანახმად, პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს.
ვახტანგ სალიას შეძენით უამრავი გუნდი იყო დაინტერესებული. თუმცა, „დინამო თბილისის“ წარმომადგენლების დაყოლიება ინგლისელებმა შეძლეს. ვახტანგ სალიას გუნდსა და „ნიუკასლს“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
„დინამოს“ მაისურით სალიამ წელს უკვე 5 გოლი და 2 საგოლე პასი მოაგროვა.