საოცარი რამ გველოდება - ცნობილია, სად ჩაატარებენ ქართველი ჩემპიონები მორიგ ბრძოლას » isport.ge
3 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

საოცარი რამ გველოდება - ცნობილია, სად ჩაატარებენ ქართველი ჩემპიონები მორიგ ბრძოლას

UFC 308-ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ შესაძლოა ორივე ქართველი ჩემპიონის მომდევნო ბრძოლა, შეიძლება, ესპანეთში შედგეს.

როგორც დანა ამბობს, ჭთამბეჭდავია, როცა ქვეყანას ორი ჩემპიონი ჰყავს და მათ მაღალ კლასს ხაზს უსვამს.

„შესაძლოა, ორივე ქართველის დაპირისპირება ესპანეთში შედგეს, მერაბი უმარ ნურმაგომედოვს შეხვდება“, - განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ UFC 308-ზე თოფურიამ მესამე რაუნდში მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონის ქამარი შეინარჩუნა.

Facebook კომენტარები