სერია ა-ს მე-9 ტურში "ნაპოლიმ" "ლეჩე" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია მოედაზნე 70-ე წუთზე გამოჩნდა, რაც ყველასთვის მოულედნელობა იყო.
ჯოვანი დი ლორენცომ გამარჯვების გოლი ქარტველის შემოსვლიდან ზუსტად 2 წუთში შეძლო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვარას გამოსვლამ გუნდი გამოაცოცხლა.
ერთ-ერთი ნეაპოლელი ქომაგი სოციალურ ქსელში კვარაზე საინტერესო პოსტს ავრცელებს:
"ჩემი აზრით, კვარაცხელიას მინიმუმ ერთი ტაიმი უნდა ეთამაშა, ასე უფრო მალე გავიტანდით გოლს და ნაკლებად ვინერვიულებდით. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხვიჩა ჩვენი ლიდერია, მისი გამოსვლიდან რამდენიმე წამში გოლი გავიტანეთ და 3 ქულაც დავიმსახურეთ".