სერია ა-ს მე-9 ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ჯოვანი დი ლორენცო გახდა, რომელმაც გოლი ხვიჩა კვარაცხელიას შემოსვლიდან 1 წუთში გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ კვარა მოედანზე მატჩის 72-წუთზე დავიდ ნერეშის მაგივრად ჩაერთო და SofaScore-სგან 6.3 შეფასება მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ "პარტენოპეიმ" აღნიშნული გამარჯვების შემდეგ 22 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარა.