1 წლის და 6 თვის წინ
Giorgi Chanturia
Aa

ლევან კუტალია ბათუმის “დინამოში” ითამაშებს

34 წლის ფეხბურთელი, ლევან კუტალია კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ინფორმაციას შავიზღვისპირული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გამოცდილი ფეხბურთელი აჭარულ გუნდს სომხური “ალაშკერტიდან” შეუერთდა.

ლევანმა გასულ სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, ლევანს კარიერის მანძილზე “ნეს ციონაში”, “ჰაპოელ უმ-ფაჰმში”, “ჰაპოელ თელ-ავივში”, “ერტიდ პავლოდარში”, თბილისის “დინამოში”, ქუთაისის “ტორპედოში”, ქობულეთის “შუქურასა” და ზუგდიდი “ბაიაში” უთამაშია.

Facebook კომენტარები