1 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ოფიციალურად: “ბოლონიას“ და ინგლისურ გუნდებს გულიაშვილის შეძენა სურთ

ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი უკვე არაერთმა გუნდმა გამოხატა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი გულიაშვილის მატჩებს „ნიუკასლის“ და „რომას“ სკაუტებიც აკვირდებოდნენ. თუმცა, უახლესი ცნობების თანახმად, გულიაშვილის მიმართ ინტერესი ერთ-ერთმა გუნდმა კიდევ უფრო სერიოზულად დააფიქსირა.

გიორგი გულიაშვილის შეძენით „ბოლონია“ სერიოზულადაა დაინტერესებული. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად „სარაევოს“ რიგებში ირიცხება და აღნიშნულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, გულიაშვილის სატრანსფერო ღირებულება შესაძლოა საკმაოდ დაბალიც კი გამოვიდეს.

უახლესი ინტერესების თანახმად, იტალიური მხარე პირველ სატრანსფერო შეთავაზებას უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაში, იანვარში გააკეთებს. 

Facebook კომენტარები