"ლაიფციგის" ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა "ნაპოლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"ჩემი "ნაპოლიში" ყოფნის პირველივე დღიდან, სკუდეტოს მოსაგებად თავს არ ვზოგავდით. საბოლოოდ ეს გამოგვივიდა.
სპალეტიზე ერთ დაუჯერებელ ისტორიას მოგიყვებით: ერთხელ საწვრთნელ ბაზაზე მივედი. შოკირებული დავრჩი, ლუჩანოს იქ ეძინა. მისნაირ სპეციალისტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მდიდრულ სახლში იცხოვროს, თუმცა სპალეტის ერთ პატარა ოთახში ეძინა", - განაცხადა ელმასმა.
შეგახსენებთ, 2022/2023 წლების სეზონში "ნაპოლიმ" სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო.