უკვე დიდი ხანია, რაც "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის განახლების თაობაზე ვერ თანხმდებიან.
"La gazetta georgia" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველის აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში იმყოფება და კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
წყაროს ცნობით, ჯუღელი ხელფასის სახით წლიურად 8 მილიონ ევროს ითხოვს, "პარტენოპეი" კი 5 მილიონზეა თანახმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა აშკარაა, რომ რომელიმე მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს.