როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში ერთმანეთს "ნაპოლი" და "ემპოლი" დაუპირისპირდნენ.
ამ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა გოგლიჩიძემ ითამაშეს.
იტალიური მედიაში იწერება, რომ აღნიშნულ მატჩზე "ბოლონიას" ტექნიკური დირექტორი, ჯოვანი სარტორი იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ის შეხვედრას გოგლიჩიძის გამო დაესწრო, "ბოლონია" ქართველს აკვირდება.