1 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული განახლდა - ხვიჩა სიაშია

Serie A-ს ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. შესაბამისად, Transfermarkt-მა იტალიური კლუბების მოთამაშეების ღირებულებების განახლება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. ამასთანავე, სატრანსფერო ფასის მიხედვით სერია ა-ში მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეულიც შეადგინეს.

აღნიშნულ სიაში „ნაპოლის“ რიგებიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. მისი ღირებულება Transfermarkt-ის თანახმად 80 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიურ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარი ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: მენიო (მილანი | €38 მილიონი);
მცველები: პავარი (ინტერი | €45 მილიონი), ბრემერი (იუვენტუსი | €60 მილიონი), ბასტონი (ინტერი | €70 მილიონი), ტეო (მილანი | €60 მილიონი);
ნახევარმცველები: ბარელა (ინტერი | €80 მილიონი), კოპმაინერსი (იუვენტუსი | €55 მილიონი);
თავდამსხმელები: კვარაცხელია (ნაპოლი | €80 მილიონი), პულისიკი (მილანი | €50 მილიონი), ლაუტარო (ინტერი | €110 მილიონი), ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი | €65 მილიონი);

Facebook კომენტარები