როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მერვე ტურში "ნაპოლი" "ემპოლის" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ჩინებული პერფორმანსი შემოგვთავაზა.
გთავაზობთ "ნაპოლი" ფანების გამოხმაურებას ხვიჩას თამაშზე:
"ვერ ითამაშა, მაგრამ მაინც მოგვაგებინა. ასე არაერთხელ უქნია კვარას.
"გოლი გაიტანა, მაგრამ მეტს ველოდი. ხვიჩას დონის მოთამაშისგან ყოველთვის მეტს ითხოვ.
"პენალტის დროს პაუზა რომ აიღო, მივხვდი, რომ უკვე გაიტანდა. მეკარე იოლად მოატყუა და ბურთი კარის ბადეში გახვია.
"კარგი იქნება, თუ კვარა ჩვენი პენალტისტი გახდება. არ მომწონს, როცა ყველა მატჩში თერთმეტმეტრიანს სხვადასხვა ფეხბურთელი, რომ უტყამს.
"რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ, მაგრამ ხვიჩასგან ის ცეცხლი მაკლია, რომელიც მას სადებიუტო სეზონში ჰქონდა.
"ამ სეზონში როგორც ნაპოლი, ასევე კვარაც შედეგზეა ორიენტირებული. მთავარი შედეგია, ბუნებრივია, მაგრამ კარგი ფეხბურთის ხილვაც სასიამოვნოა", - წერენ "ნაპოლის" ფანები.