როგორც მოგეხსენებათ, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი, საბა გოგლიჩიძე ბოლო დროის განმავლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობს.
გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Transfermark-მა საბას გარჯა დაუფასა და მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონ ევრომდე აიყვანა.
საგულისხმოა, რომ Calcio Mercado-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეზონის ბოლოს “მილანს” დავიდე კალაბრია დაემშვიდობება. “როსონერი” მის შემცვლელად კი სწორედ საბა გოგლიჩიძეს განიხილავს.
ცნობისთვის, გოგლიჩიძე სერია ა-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება.