იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" მომავალ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს.
მიზეზად ქართველი ფეხბურთელის დასვენება სახელდება.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გულშემატკივარი ასე ეხმაურება:
"კონტე ხომ არ გადაირია? თუ კვარაცხელიას სკამზე დასვამენ და ამ მატჩს წავაგებთ, მე ვიქნები პირველი, ვინც კონტეს გაშვებას მოითხოვს. ვერ ხვდება, რომ ქართველის გარაშე გუნდი ვერ თამაშობს. ვნახოთ არ ვიცი რა იქნება", - წერს ფანი.