ცნობილმა ვებგვერდმა, "Transfermarkt"-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
აღსანიშნავია, რომ საბა გოგლიჩიძის ღირებულებამ საგრძნობლად მოიმატა.
დღევანდელი მონაცემებით, ქართველი მცველის ფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი სულ რამდენიმე დღის წინ 300 000 ევროს შეადგენდა.
ცნობისთვის, საბა სერია ა-ში ბრწყინვალედ გამოიყურება და მისმა "ემპოლიმ" მიმდინარე სეზონში კარი მშრალად არაერთხელ შეინახა.