ოფიციალურად - ლუის ენრიკე „პსჟ“-ს მწვრთნელი 2027 წლამდე იქნება » isport.ge
1 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ოფიციალურად - ლუის ენრიკე „პსჟ“-ს მწვრთნელი 2027 წლამდე იქნება

54 წლის სპეციალისტს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი მომავალ წლამდე აკავშირებდა. თუმცა, მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. როგორც ჩანს, ლუის ენრიკეს კვლავ პარი სენ-ჟერმენთან ერთად სურს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. შესაბამისად, ესპანელი მწვრთნელი პარიზში 2027 წლამდე დარჩება. მან „პსჟ“ 2023 წელს ჩაიბარა და დღემდე მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 62 მატჩიდან გუნდმა 40 თამაშის მოგება შეძლო, 8 წააგო და 14 ფრედ დაასრულა.

Facebook კომენტარები