როგორც მოგეხსენებათ, უმარ ნურმაგომედოვი ძალიან დიდი ხნის განამვალობაში აპელირებდა, რომ საჩემპიონო ბრძოლა სურდა მერაბ დვალიშვილთან.
საბოლოო ჯამში, დანა უაითმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და უმარი სონგ იადონგს შეხვდება.
აღნიშნული ბრძოლა 15 დეკემბერს ტამპაში გაიმართება.
გამოდის, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე სატიტულო ბრძოლაში კვლავ შონ ო’მალი ან დევინსონ ფიგუეირედოსა და პიოტრ იანს შორის გამარჯვებული იქნება.