საქართველოსა და ალბანეთის მატჩის შემდეგ ალბანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ძალიან დაბალანსებული ჯგუფია. 4 გუნდი, რომელსაც ნებისმიერი შედეგის დაფიქსირება შეგიძლიათ. თქვენ ტირანაში მოგვიგეთ. კარგი გუნდი ხართ, სანიოლს საოცარი სამუშაო აქვს გაწეული გუნდში. მშვენიერი ტაქტიკა და შემადგენლობა ჰყავს. თქვენ ბევრი მომენტი გქონდათ, უკრაინასთანაც იგივე რამ მოხდა, 1-მა მომენტმა გადაწყვიტა ყველაფერი. აქ თამაში ძალიან რთულია, ურთულესი გამოწვევა იყო, თუმცა ბედნიერები ვართ 3 ქულის მოპოვებით.
"ასლანით ამაყი ვარ. განვმეორდები, რომ ურთულესი მეტოქე ხართ. ტირანაში ბედნიერი ვბრუნდებით. ასლანს ვუთხარი, რომ მარცხენა მცველს დახმარებოდა, მეტი არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ, ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. აქ ყოფნა დიდი პატივი იყო, წარმატებები მეგობრებო.
"ჰიმნს რაც შეეხება, მადლობა პატივისცემისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი ხდებოდეს მოედანზე და არა მის მიღმა.
"ჯგუფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ არაფერი დამთავრებულა. ჩეხეთის და უკრაინის მატჩზე არ ვღელავ. ამ ჯგუფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"ჩვენ არ ვართ ფავორიტები. ყველაფერი შეიძლება მოხდეს თითოეულ შეხვედრაში. ბალანსირებულ ჯგუფში რთულია თამაში. ჩვენ პრაღიდან ვიფრინეთ აქ მოსასვლელად. ამიტომ გუნდში როტაცია მოვახდინე. ვისაც შანსი მივეცი კარგად გამოიყენა. ჩვენ გუნდი ვართ, ზოგჯერ ერთი მოთამაშე ითამაშებს, ზოგჯერ მეორე. ყველა ვერ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში, რაც ბუნებრივი პროცესია", - თქვა სილვინიომ.