ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დაქორწინდა. ქორწილში, რჩეულთან გვანცა ჩიხლაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს Facebook გვერდი SHIDO გვიზიარებს და წყვილს დაქორწინებას ულოცავს.
„12 ოქტომბერს საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის ქორწილი იყო. როგორც საჭიროება და ჩვენი ტრადიცია მოითხოვს, საქართველოს ძიუდოს ნაკრები მა გაბედნიერების დღეს ერთად ზეიმობდნენ.
ვულოცავ ლაშას გაბედნიერებას, ერთ უღელში ულამაზეს მეუღლესთან შებმას და ვუსურვებ ყველაფერს იმ საუკეთესოს სადაც მხოლოდ უფლის ნება კურთხევა იქნება და ახალგაზრდა ულამაზეს ოჯახს, საკეთილდღეოდ გამოადგება.
გუჯეჯას მართლა ულამაზესი მეუღლე ყავს და ამ საკითხში, რეალურად გაუმართლდა, რადგან, მის გვერდზე ლაშა, სიამაყით ივსება და თავაწეული დადის“.