ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება და უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. თუმცა, მისი სეზონის ეფექტურ სტარტზე ჯერ კიდევ საუბრობენ იტალიაში.
იტალიური ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ყველაზე გამორჩეულად სწორედ ქართველი შემტევი დაასახელეს. 23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სექტემბერში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
კვარაცხელიას გუნდს ჯამში 16 ქულა აქვს და ლიგის პირველ პოზიციაზე იმყოფება.