1 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ბედნიერი ვარ, რადგან ეს შევძელი" - მამარდაშვილის კომენტარი Ballon d'Or-ზე

როგორც მოგეხსენებათ, 11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები პოზნანში უკრაინის წინააღმდეგ ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩს ჩაატარებს. 

შეხვედრის წინ "ჯვაროსნების" კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"Ballon d'Or-ის წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე ნომინანტებს შორის ყოფნა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვარ.

"გამარჯვებას არ ველი, მაგრამ ნომინანტებს შორის ყოფნა დიდი წარმატებაა. ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთ საუკეთესოდ მოვიაზრები. 

"რა თქმა უნდა, შრომას გავაგრძელებ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ მოვხვდები ამ სიაში",  - განაცხადა მამარდაშვილმა.



Facebook კომენტარები