ფრანგი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის ვადა 4 წლის ნაცვლად, 18 თვემდე შემცირდა. შესაბამისად, მას გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყება მომავალი წლის 31 იანვრიდან, ხოლო მატჩებში მონაწილეობის მიღება მარტიდან შეეძლება. თუმცა, ტურინელები აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენებას აღარ აპირებენ.
„იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, იტალიურ კლუბში პოგბას დაბრუნება გამორიცხულია. მაურიციო სკანავინომ დაადასტურა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ ბოლო რამდენიმე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი.
მსოფლიოს ჩემპიონს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა, თუმცა იგი მომავალი წლიდან თავისუფალი აგენტი გახდება.