Transfermarkt-ზე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები კიდევ ერთხელ განახლდა. ამჯერად სიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა. გერმანული სატრანსფერო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ეფექტური თამაში დაუფასეს.
უახლესი ინფორმაციის მიხედვით, 23 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა. ამჟამად, დავითაშვილის ფასი 5 მილიონი ევროა, რისი დამსახურებითაც იგი საკუთარ გუნდში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ იქცა.
„მწვანეების“ რიგებში დავითაშვილს ამ სეზონში უკვე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. თუმცა, „სენტ ეტიენს“ მხოლოდ 7 ქულა აქვს და ლიგაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება. შესაბამისად, ფრანგებს ქართველი ფეხბურთელისგან კიდევ არაერთხელ დასჭირდებათ ეფექტური თამაშების ჩატარება.