1 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

რა ვითარებაში დაიღუპა საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოსთან ითამაშა

"პანათინაიკოსისა" და საბერძნეთის ნაკრების 31 წლის მცველი ჯორჯ ბოლდოკი ათენში საკუთარი სახლის აუზში გარდაცვლილი იპოვეს, - იტყობინება "სანი".

იქამდე მასთან რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავშირება მეუღლემ  ვერ მოახერხა. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. პოლიცია ტრაგედიის დეტალების დადგენას ცდილობს.

ბოლდოკი ინგლისში დაიბადა, ასპარეზობდა "მილტონში", "ნორტჰემპტონში", "ტამუორტში", "ოქსფორდში", "შეფილდ იუნაიტედში" და ისლანდიის "ვესტმანაიერში". ის ხუთი თვის წინ გადავიდა "პანათინაიკოსში".

ბოლდოკს საბერძნეთის ნაკრებში 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული - ბოლოს თბილისში ამა წლის 26 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ

ითამაშა.

Facebook კომენტარები