1 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ხვიჩა უნდა მოკლან, რომ პენალტი დანიშნონ?" - რას წერენ იტალიურ მედიაში კვარაზე

როგორც იცით, ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა ბინძური თამაში დაიწყეს. 

ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტი ისაა, რომ ამ ყველაფერზე მსაჯებს შესაბამისი რეაქცია არ აქვთ. 

ეს კი კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა "ნაპოლისა" და "კომოს" თამაშში, სადაც მსაჯმა ქართველის წაქცევის შემდეგ პენალტი არ დანიშნა. 

ამასთან დაკავშირებით "Ultime Calcio Napoli" საინტერესო სტატიას წერს. 

"ხვიჩა სერია A-ში ყველაზე მეტ დაზიანებას იღებს. მასზე ერთი შეხვედრისას საშუალოდ ოცდახუთჯერ არღვევენ თამაშის წესებს.  

"ამ დროს არბიტრები კი რეაგირების ნაცვლად ლექციას უკითხავენ, ხანდახან არდანიშნული პენალტის გაპროტესტებისთვის ყვითელ ბარათსაც უჩვენებენ.

"კვარა უნდა მოკლან, რომ პენალტი დანიშნონ? ქართველს კოჭ-წვივებზე მთელი მატჩის განმავლობაში ურტყამენ", - წერს გამოცემა.



Facebook კომენტარები