FIFA: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეეცდებით, რომ თქვენს შვილს ასწავლოთ?
კვარაცხელია: უპირველეს ყოვლისა, მინდა ვასწავლო, რომ იყოს ძლიერი. ცხოვრება სავსეა გაჭირვებით, მაგრამ თქვენ უნდა იპოვოთ გზა მათ გადასალახად და როდესაც დაეცემი თავი ყოველთვის უნდა აწიოთ.
მე მინდა, რომ მან ყველა დაბრკოლება გადალახოს და ყოველთვის იყოს მზად, რომ ცხოვრებაში ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს. მე არ მაქვს სხვა კონკრეტული რჩევა, რასაც მას მივცემდი. ჩემი გზა საკმაოდ რთული იყო და თითოეულ გამოწვევას მიზანმიმართულად და მონდომებით გავუმკლავდი. ბედნიერი ვარ იმ გზით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში აქამდე გავიარე.