1 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ჩაკვეტაძე ჩემპიონატს ლიდერობს: OPTA-ს ახალი სტატისტიკა

ქართველი ფეხბურთელის სეზონი საინტერესოდ დაიწყო. გიორკი ჩაკვეტაძის ანგარიშზე უკვე ერთი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მისი ეფექტური თამაშის შედეგად, „უოტფორდს“ უკვე 16 ქულა აქვს და ჩემპიონშიპის ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს. 

OPTA-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჩაკვეტაძე ჩემპიონატს საკმაოდ საინტერესო კომპონენტშიც ლიდერობს. ჩემპიონშიპის 9 ტურის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ღია თამაშიდან ყველაზე მეტი, 21 საგოლე შანსი აქვს შექმნილი. სტატისტიკის მიხედვით, სიაში მეორე ადგილზე მყოფი ფინ აზაზი მას 6 შექმნილი მომენტით ჩამორჩება.

სტატისტიკის მიხედვით, ჩაკვეტაძე 90 წუთში საშუალოდ 2.5 საგოლე მომენტის შექმნაში იღებს მონაწილეობას. თანაც, მის მიერ გაკეთებული პასების ვიზუალური გრაფაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება:

Facebook კომენტარები