6 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

დავითაშვილი ევროპული ჩემპიონატების ტოპ სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

ლიგა 1-ის ბოლო ტური ქართველი ფეხბურთელის ყურადღების ცენტრში მოქცევით დასრულდა. ზურიკო დავითაშვილმა „ოსერის“ კარში 3 გოლი გაიტანა და გუნდს 3:1 მოაგებინა. WhoScored-მა ამის სანაცვლოდ „სენტ ეტიენის“ მოთამაშეს იდეალური 10 ქულიანი შეფასება მიანიჭა.

აღნიშნული შეფასებისა და ეფექტური თამაშის წყალობით, დავითაშვილი ევროპის ტოპ ჩემპიონატების ფეხბურთელებისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ტოპ მაჩვენებლების მქონე მოთამაშეების გუნდში ასევე მოხვდნენ საკა და ლევანდოვსკი:

Facebook კომენტარები