ესპანელი მცველი „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მძიმედ დაშავდა. დანი კარვახალმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ექიმების განცხადებით, იგი მთელ სეზონს გამოტოვებს. პირველ რიგში, მან სერიოზული ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გადალახოს.
32 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით კლუბის წარმომადგენლებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ტრავმის მიუხედავად, „რეალმა“ კარვახალს სრული ნდობა გამოუცხადა და მასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 32 წლის მცველი ესპანურ გრანდში 2026 წლამდე დარჩება.