7 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ათამაშეთ მიქაუტაძე! - 11 წუთში გიორგიმ ლაკაზეტს აჯობა

ლიგა 1-ის მორიგ ტურში "ლიონმა" "ნანტი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძემ მინდორზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა ფორვარდმა გოლი გატანა ზუსტად 2-ჯერ სცადა, თუმცა მეკარემ აჯობა.

გამოცემა "Sofascore"-მა ჟორჟის თამაში 7,0 ქულით შეაფასა.

საყუარადღებოა ის ფაქტი, რომ მიქაუტაძის ადგილზე მოთამაშე ალექსანდრ ლაკაზეტმა ნათამაშები 83 წუთის განმავლობაში 6,2 ქულა დაიმსახურა.

Facebook კომენტარები