მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-7 ტურში "ნაპოლიმ" "კომო" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული მატჩი არ ჰქონია, მხოლოდ რამდენიმე წარმატებული დრიბლინგი.
ანტონიო კონტემ ქართველი 79-ე წუთზე დავიდ ნერეშით ჩაანაცვლა.
გამოცემა "Sofascore" ხვიჩას თამაშს 6,6 ქულით აფასებს, რაც "პარტენოპეის" მხრიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ კვარა საქართველოს ნაკრებში გაემგზავრება.