ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ამორტიზაციის პრობლემის გამო ბოლო რამედნიმე თვეა, აღარ თამაშობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მიზნად გვაქვს, რომ "დინამო არენაზე" ვითამაშოთ, მაგრამ გვსურს, სტადიონის ტრიბუნები სრულად შეივსოს.
"როდესაც ეს მოხერხდება, ეროვნულ სტადიონს დავუბრუნდებით. რაც შეეხება ბათუმში დაგეგმილ თამაშს, ჩვენი სურვილია, ნაკრები მატჩებს მხოლოდ თბილისში არ ატარებდეს", - თქვა იაშვილმა.