უკრაინა საქართველოს ნაკრებს მთავარი მოთამაშეების გარეშე შეხვდება » isport.ge
1 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

უკრაინა საქართველოს ნაკრებს მთავარი მოთამაშეების გარეშე შეხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას 11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში დაუპირისპირდება. თუმცა, უკრაინელთა შემადგენლობა აღნიშნულ შეხვედრას საკმაოდ დიდი დანაკლისით შეხვდება. ტრავმების გამო გუნდს უკვე აკლდნენ ოლეკსანდრ ზინჩენკო, რუსლან მალინოვსკი და ვიკტორ ციგანკოვი. თუმცა, ახლახან დაზიანება უკრაინელების კაპიტანმაც მიიღო.

დონეცკის შახტარის კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში დაშავდა. ტარას სტეპანენკო „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

უკრაინის ნაკრებისა და „დონეცკის შახტარის“ კაპიტანი 63-ე წუთზე შეცვალეს, კუნთის დაჭიმვის გამო. ექიმების ოფიციალური განცხადების თანახმად, სტეპანენკო გუნდს დაახლოებით 3-4 კვირით გამოაკლდება. 

Facebook კომენტარები