"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი.
კვარამ სექტემბერში სერია ა-ში 4 მატჩი ჩაატარა თავი კი 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.
ნომინაციაში კვარას მეტოქეები ბრემერი, კასტრო, კუტრონე, დიმარკო და პულისიჩი არიან.