4 დღის და 22 საათის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

მიქაუტაძის ტრანსფერის გამო „ლიონის“ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა

ფრანგული კლუბი უკვე დიდი ხანია, რაც ფინანსური სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული პროცესის ფარგლებში „ლიონის“ წარმომადგენლებს ბაზის დაცვის, ტექნიკური მომსახურების, კვებისა და მსგავსი სერვისების გამოყენების სანაცვლოდ უკვე საკმაოდ დიდი დავალიანება დაუგროვდათ.  

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, „ლიონის“ ვალი ჯამში 40 მილიონ ევროს აღწევს. აღნიშნულ სიტუაციას მიქაუტაძის ტრანსფერიც ართულებს. ქართველი ფეხბურთელის კლუბს „მეცისთვის“ ჯერ კიდევ არ გადაუხდია ტრანსფერის სრული რაოდენობა. აღნიშნული დავალიანების გამო, „მეცის“ წარმომადგენლებმა სასამართლოშიც კი შეიტანეს სარჩელი „ლიონის“ წინააღმდეგ. 

ფრანგული კლუბი ასევე საფეხბურთო თვალსაზრისითაც საკმაოდ დიდ კრიზისს განიცდის. მიმდინარე ლიგის გათამაშებაზე „ლიონი“ მეთერთმეტე ადგილზეა და ფრანგული გათამაშების ლიდერებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

Facebook კომენტარები