2 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ გაცხარდა - იტალიური მედია მიზეზს ასახელებს

სერია ა-ს მე-6 ტურში "ნაპოლიმ" "მონცა" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია 75-ე წუთზე გამოცვალა, გასვლისას კი ქართველს უკმაყოფილება რყობოდა.

გამოცემა, "Corriere Dello Sport" ქართველის გაბრაზების მიზეზზე წერს:

"როდესაც კვარა თამაშიდან გადიოდა, აშკარად სჩანდა, რომ ბედნიერი არ გახლდათ, თუმცა, მისი ქცევა იმით არ ყოფილა განპირობებული, რომ მწვრთნელმა მატჩის ბოლომდე ჩამთავრება არ აცალა. უცნაურიც იქნებოდა, ფეხბურთელი გაბრაზებოდა თავკაცს, რომლის ხელშიც სეზონი დიდებულად დაიწყო: მის აქტივში ხომ უკვე 3 გოლი და 2 საგოლე პასია"

"როგორც გავარკვიეთ, ქართველი ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა იმ გულგრილობით, რომელსაც მსაჯები მის წინააღმდეგ უხეშად მოთამაშე მეტოქეების მიმართ იჩენენ. როგორც Sofascore-მა გამოთვალა, მიმდინარე სეზონში კვარას წინააღმდეგ საშუალოდ მატჩში 2.3-ჯერ ჯარიმდებიან, თანაც ეს ხშირად გამიზნულად და ისე ხდება, რომ ტრავმის რისკი საკმაოდ დიდია"

"ამაზე კომენტარი კონტემაც გააკეთა და არბიტრებს მოუწოდა, უფრო თამამად აჩვენონ ფეხბურთელებს ყვითელი და წითელი ბარათები მიუხედავად იმისა, შეხვედრის დასაწყისია თუ ბოლო. თავად კვარაცხელიაც თვლის, რომ მსაჯებს მეტი სიმკაცრე მართებთ", - წერს გამოცემა.

Facebook კომენტარები