საბა საზონოვი „ემპოლიმ“ იჯარის წესით, წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიმატა. თუმცა, ცენტრალური მცველის დებიუტი საკმაოდ დიდი დროით გადაიდო. ქართველმა ფეხბურთელმა ტოსკანური კლუბის ვარჯიშზე მძიმე დაზიანება მიიღო და ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. აღნიშნული ტრავმის გამო მას მინიმუმ 6-8 თვე გაუცდება.
მძიმე ტრავმის გამო საბა საზონოვს სასწრაფო ოპერაციის გაკეთებაც დაჭირდა. იტალიური კლუბის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 22 წლის ფეხბურთელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
საზონოვს წინ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი ელის.