გიორგი ჩაკვეტაძის საფეხბურთო სეზონი კვლავ საინტერესოდ გრძელდება. საქართველოს ნაკრების მაისურით წარმატებული გამოსვლის შემდეგ, იგი საკლუბო დონეზეც აგრძელებს ეფექტური მატჩების ჩატარებას. ამის სანაცვლოდ, „უოტფორდი“ მასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის მომხრეა.
ინგლისური გუნდის წარმომადგენლებმა ჩაკვეტაძესთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს. განახლებული შეთანხმების თანახმად, ქართველი ფეხბურთელი გუნდში კიდევ 5 წლის განმავლობაში ითამაშებს.
მსგავსი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში უკვე 3 საგოლე პასი და გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.