3 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"მწვრთნელი ხომ კარგადაა? ეს ბიჭი სკამზე დასვა?" - როგორ ეხმაურებიან ინგლისელი ფანები ჩაკვეს თამაშს

ინგლისის კარაობაო თასის 1/16-ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ვოტფორდი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე მწვრთნელმა 61-ე წუთზე შეიყვანა და გუნდსაც დაეტყო.

ქართველმა საგოლე გადაცემის გაკეთების გარდა, მშვენივრად ითამაშა და ცენტრში თამაში დაალაგა.

გიორგის კარგ პერფორმანსს "უოტფორდის" ინგლისელი ფანები ეხმაურებიან:

"ჩაკვე ჩვენი მატორია, შემოვიდა და გუნდს დავემსგავსეთ"

"რომ არა გიორგი, უსახურად წავაგებდით, ახლა ბოლომდე შანსი გვქონდა"

"მწვრთნელი ხომ კარგადაა? ეს ბიჭი სკამზე დასვა? სიტის ნახევარდაცვა არადრად მიიჩნია ისე გაარღვია.

"მადლობა ჩაკვეს ასეთი კარგი მატჩისთვის.

"ჩაკვეტაძე საუკეთესოა ჩვენს რიგებში"

"ფეხბურთს ჩვენთან მხოლოდ ის თამაშობს, აშკარად ლიდერია"

"ქართველების ნაჩუქარი ბრილიანტია, გპირდებით კარგად მოვუვლით", - წერენ ინგლისელი ქომაგები.



Facebook კომენტარები