როგორც მოგეხსენებათ, ყველა კარგად ვხდებით, რომ გიორგი ქოჩორაშვილი უფრო მაღალი დონის კლუბს იმსახურებს, ვიდრე ეს "ლევანტეა".
ამას ქართველი ფეხბურთელი ყოველ მატჩში ამტკიცებს და აქტივში არაერთ საგოლე მოქმედებას იწერს.
მიუხედავად ამისა, 25 წლის მოთამაშე თავის კლუბში სათანადოდ დაფასებული არ არის.
როგორც ცნობილია, "ლევანტეში" მისი წლიური ანაზღაურება 218 400 ევროს შეადგენს.
აქვე გეტყვით, რომ გიორგის ესპანურ გუნდთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.