„მანჩესტერ სიტი“ წლევანდელ სეზონშიც აქტიურად განაგრძობს ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებისთვის ბრძოლას. თუმცა, ინგლისური გრანდის გეგმებში საკმაოდ სერიოზული ცვლილებების გაკეთება იქნება საჭირო. პეპ გვარდიოლას გუნდს ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი წევრი ტრავმის გამო გამოეთიშა.
როდრის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი გუნდს მინიმუმ 6-8 თვით დააკლდება. „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთებაც უწევს.
უახლესი ინფორმაციის თანახმად, როდრიმ შესაძლოა წლევანდელი სეზონი მთლიანად გამოტოვოს.