წლევანდელი ოქროს ბურთის დაჯილდოება საკმაოდ დიდი გარჩევის საგნად იქცა. ფეხბურთის გულშემატკივართა აზრი მნიშვნელოვნად გაიყო იმის თაობაზე, თუ დაჯილდოების საუკეთესო ათეულში მოხვედრილი ფეხბურთელებიდან ვინ იმსახურებდა ყველაზე მეტად ოქროს ბურთის მოგებას.
თუმცა, ესპანური მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, France football-მა გამარჯვებული ნომინანტი უკვე შეარჩია. როგორც Marca იუწყება, წლევანდელი ოქროს ბურთის დაჯილდოების გამარჯვებული ვინისიუს ჟუნიორი გახდა. უახლესი ინფორმაციის თანახმად, „რეალის“ ფეხბურთელს აღნიშნული ინფორმაცია უკვე შეატყობინეს.
დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.