Spazionapoli-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაყიდვაზე მხოლოდ 150 მილიონის შეთავაზებაზე ისაუბრებს, რამეთუ ამ თანხას მიიჩნევს ქართველთან გამოსამშვიდობებლად შესაფერისად.
ყველა ნეაპოლური გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩას იდეალური შემცვლელი შეარჩია. ეს "ჯენოას" 26 წლის თავდამსხმელი ალბერტ გუდმუნდსონია (სიმაღლე 177 სმ), რომელსაც გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და წელს იჯარით ფიორენტინას შეუერთდა.
გუდმუნდსონი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეა, ამ სეზონში სერია A-ს 34 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ისლანდიის ნაკრებში 37 შეხვედრაში 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 22 მილიონია.