საქართველოს ნაკრების ვარსკვლავზე გიორგი ქოჩორაშვილზე მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც იწერება, ლა ლიგის კლუბი, "მალიორკა" ქართველი ნახევარმცველის გადაბირებით სერიოზულად ინტერესდება.
გავრცელებული ცნობებით, ესპანური გუნდი პირველი შეთავაზების გაკეთებას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება.
ასევე ცნობილია "ლევანტეს" პოზიციაც, რომელიც 25 წლის მოთამაშეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს, თუ რომელიმე კლუბი სოლიდურ თანხას გადაიხდის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ქოჩორა კლუბს არ შეიცვლის და ლა ლიგა 2-ში სეზონის ბოლომდე დარჩება.
აქვე გეტყვით, რომ გიორგის ესპანურ გუნდთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.