3 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

უდიდესი ტრანსფერი! - ქართველი ფეხბურთელი კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს

ქართული გამოცემა, "ლელოს" ინფორმაციით, საქაღთველოს ასაკობრივი ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 17 წლის შემტევი, ვახტანგ სალია კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, კონტრაქტი გრძელვადიანი იქნება.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სალია 1 წელს კვლავ "დინამო" გაატარებს და ინგლისური კლუბის რიგებს მას შემდეგ შეუერთდება.

ასევე "ლელო" იუწყება, რომ ინგლისში არსებული მკაცრი სამუშაო რეგულაციები მოგვარებულია.

როგორც ცნობილია, "კაჭკეშები" ქართველ შემტევზე დიდ იმედებს ამყარებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლში" აქამდე თემურ ქეცბაიასა და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ.

Facebook კომენტარები