საბა საზონოვი „ემპოლის“ ბოლო ვარჯიშზე სერიოზულად დაშავდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური კლუბის ცენტრალური მცველის ტრავმა საკმაოდ მძიმეა. იგი „ემპოლის“ შემადგენლობას საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს, იჯარით შეუერთდა. თუმცა, იგი ახალ გუნდს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 6-7 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ექიმების ცნობით, მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რაც ფეხბურთელისთვის საკმაოდ დიდ დაზიანებას წარმოადგენს.
საზონოვმა ტრავმა ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო მატჩის ჩატარებამდე მიიღო და ამას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებს.