როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში “ვალენსიამ” შინ “ჟირონა” მიიღო და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში “ღამურების” ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
“ვალენსიას” ქომაგები მამარდას პერფორმანსს გამოეხმაურნენ:
"არ ვიცი მისი წასვლის შემდეგ რა გვეშველება. მამარდა აბსოლუტური მონსტრია.
"შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე და მაგარი სეივი, მამარდ საუკეთესო ხარ.
"უდიდეს ქონებას დავთმობ, ოღონდ ის არ წავიდეს ლივერპულში. ძალიან, ძალიან გვჭირდება ის.
"ჩვენი გუნდი გოლს იტანს და მაინც ეს ხდება საუკეთესო. ყველასგან გამორჩეულია მამარდა.
"გიორგი გენიალური ბიჭია, წარმატებებს ვუსურვებ მას ლივერპულში.
"სანამ დრო გვაქვს დავტკბეთ მისი თამაშით. მამარდა ჩვენს გულებში ყოველთვის იქნება.
"ის სეივი საოცრება იყო, გიორგი ყოველ კვირას გვაკვირვებს", - წერენ ესპანელი ქომაგები.