როგორც მოგეხსენებათ, UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონს, შონ ო’მალის სრული დომინაციით მოუგო და ქამარი წაართვა.
ილია თოფურიამ მისი და ო’მალის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა:
“წინ გაცილებით დიდი ბრძოლები მელოდება. ყველაფერი ჩემი და პედის სიტუაციას ემსგავსება. მასთან დაპირისპირება ჩემთვის სუპერ მიმზიდველი იყო თუმცა, ახლა ის ჩემს დონეზე არ არის და რა გავაკეთო?
"შონ, ბრძოლისას შენ იქამდე დამარცხდები ვიდრე ოქტაგონზე გამოვალ. მანდ შემოსვლა არც დამჭირდება იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს ვინ არის ჩვენს შორის საუკეთესო. ასე რომ აზრი არ აქვს ბრძოლას”, - განაცხდა ილიამ.
ცნობისთვის, თოფურია ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ 26 ოქტომბერს დაიცავს.